Broadcom-ი Symantec-ს 10,7 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Broadcom-ი კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიას Symantec-ს ყიდულობს. კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის მხრიდან კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში წამყვანი კომპანიის შეძენა 10,7 მილიარდ დოლარად მოხდება. ამის შესახებ თავად Broadcom-ი იუწყება.

„გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი Broadcom-ი, რომელიც ამუშავებს, განავითარებს და ბაზარს აწვდის ნახევარგამტარებს, ასევე ავითარებს პროგრამული ინფრასტრუქტურის გზებს, აცხადებს შეთანხმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 10,7 მილიარდ დოლარად უსაფრთხოების ბიზნესში მოღვაწე კომპანიის Symantec-ის შეძენაზე. Symantec-ის უსაფრთხოების პორტფელი მნიშვნელოვნად განავრცობს Broadcom-ის ინფრასტრუქტურას“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომპანიას გათვლილი აქვს, რომ ამ შენაძენით მისი წლიური მოგება გაიზრდება 2 მილიარდი დოლარით, ხოლო დანახარჯების ეკონომია 1,3 მილიარდით მოხდება. ამასთან, კომპანიის გეგმის თანახმად წელს მისი შემოსავლები 22,5 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

შეთანხმება ამ დროისთვის ამერიკის, ევროკავშირის და იაპონიის რეგულატორების მხრიდან დასტურის მოლოდინშია და მისი საბოლოო აღსრულება 2020 წლისთვის მოხდება.

კოკა კვირკველია