პენსიაზე გასვლის შემდეგ, 35-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე გერმანიის მოქალაქეები თვეში დაახლოებით, 1200 ევროს პენსიას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემა ერთი ოჯახის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ გერმანელ პენსიონერებს წარმოადგენს. შნაიდერები 72-75 წლიები არიან და მათი ქორწინებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. ცოლმა დაახლოებით, 38 წელი იმუშავა. 10 წლის გარდა, როცა სახლში ორი ბავშვის აღზრდაზე ზრუნავდა, სულ მუშაობდა. მის ქმარს რალფს 45-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჟურნალისტი მოგვითხრობს, რომ ის უტესთან (ცოლი) ერთად კიოლნის ერთ-ერთ კაფეში ყავას სვამს, მაშინ, როცა რალფი ჯერ კიდევ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.
„რალფი ტექსტილის ბიზნესშია ჩართული, საქმის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ გადაწყვიტა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც მინიმალურ ანაზღაურებაზე 450 ევროზე გააგრძელოს მუშაობა. ეს თანხა არ იბეგრება“, - აღნიშნავს უტე შნაიდერი.
თვითონ უტე მთელი ცხოვრება კიოლნის ერთ-ერთ დეპარტამენტში კლერკად მუშაობდა. მუშაობა მთელი დღის განმავლობაში არ უწევდა და ჯამში, კვირაში დაახლოებით, 19 საათს მუშაობდა. ასეთი გრაფიკით მას ოჯახისა და ბავშვებისთვის მეტი დრო რჩებოდა. დღეს, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში შენატანების გაკეთებისა და გადასახადების გადახდის შემდეგ, პენსიონერების ოჯახს დაახლოებით, 1900 ევრო რჩება.
გერმანიაში ცხოვრება: ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები
„დოიჩე ველე“ გვიამბობს, რომ გერმანიაში პენსიის ყველაზე დიდი ნაწილი ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება. მათი შეფასებით, უტესა და რალფს კიდევ გაუმართლათ, რომ 43 წლის განმავლობაში 2-ოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 1976 წელს გერმანიაში ბინის ქირის ფასი 150 გერმანული მარკა იყო, დღეს კი დაახლოებით, 500 ევროა, რომელშიც კომუნალური გადახადები არ შედის. კომუნალური გადასახადების ჩათვლით, გერმანიაში ბინის ქირის საფასური 700 ევროა.
გადასახადების მეორე ნაწილი უკვე ტელეფონი, ინტერნეტი, დაზღვევა, საკუთრების გადასახადი, ავტომობილის დაზღვევის, სტომატოლოგიური მომსახურების ან იურიდიული მომსახურების გადასახადია. ეს ყველაფერი თვეში დამატებით 200 ევრო ჯდება.
„ჩემმა ქმარმა ახალგაზრდობაში თავისი ცხოვრება დააზღვია და როცა პენსიაზე გავიდა, სადაზღვეო კომპანიამ საკმაოდ დიდი თანხა გადაგვიხადა. ეს არის შემნახველი ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნება ან გარდაცვალება დადგება. ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ, მათ შორის იმაზეც, რომ ჩვენი დარკძალვის თანხები ჩვენმა შვილებმა არ გადაიხადონ“, - აღნიშნავს უტე.
საყოფაცხოვრებო და საკვების ხარჯები
დაზღვევასა და ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯების გამოქვითვის შემდეგ 100 ევრო რჩება. ეს თანხა კი კვებისა და სახლის საქმეებისთვის იხარჯება.
„ჩვენ მოხუცები ვართ და ბევრს არ ვჭამთ, ასევე, ეკონომიურად ვანაწილებთ თანხას შინამეურნეობაზე. ამ ყველაფერში თვეში დაახლოებით, 600 ევრო გვეხარჯება, ამიტომ 400 ევროს გადადებას ვახერხებთ. მე ვეწევი, ჩემმა ქმარმა კი თამბაქოს თავი 5 წლის წინ დაანება. ჩემი სიგარეტი დაახლოებით, 6 ევრო და 60 ცენტი ღირს. რალფს შევპირდი, რომ თუ სიგარეტი 7 ევრომდე გაძვირდება, თავს დავანებებ. სამაგიეროდ, 100 ევროს ეკონომიას ვაკეთებ, რადგან დღეში ნახევარ კოლოფს ვეწევი. წელიწადში კი 1200 ევროს ვზოგავ. ეს კი დაახლოებით, ესპანეთში დასვენების საფასურია“, - განმარტა უტემ.
400 ევრო, რომელსაც შნაიდერები ზოგავენ კაფეებსა და რესტორნებში და შვილებისა და შვილიშვილების საჩუქრებში იხარჯება.
დასვენება გერმანიაში
როგორც წესი, პენსიონერები დასვენებაში სამაოდ ბევრს ხარჯავენ. მაგალითად, თანხას, რომელსაც რალფი მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს - 5 400 ევროს. მომავალ წელს წყვილი გერმანული ქალაქი პასაუდან ბუდაპეშტამდე მოგზაურობას გეგმავს.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა