"არ გადავიხდი არანაირ გირაოს, არანირი შინაპატიმრობა, არ დავემორჩილები თქვენს აღკვეთის ღონისძიებას, დავარღვევ ყველაფერს"

ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა, - მიმართა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურას.

„ არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არ. არანირი შინაპატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა, სადაც მას ბრალის დადგენილებას გააცნობენ.