„მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს არ ელაპარაკება“

„მთავრობა ელაპარაკება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს, რაც დადასტურდა „აირზენას“ 1,2 მლნ ევროს სუბსიდირებით. ამ დროს კი რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესს და საოჯახო ბინზესს, რომელიც ტურიზმის და სამასპინძლო ბიზნესის დასაყრდენია, მათ ფაქტობრივად, არ ელაპარაკებიან“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლევან კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობისგან პირდაპირ სუბსიდირებას არ ითხოვენ, ისინი ბიზნესის მიმართ გონივრულ მიდგომას ითხოვენ.

„ეკონომიკის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ განცხადების იქით არაფერი არ დაგვინახავს. მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის მაგივრად მსხვილ ბიზნეს ასოცაიციაციას ელაპარაკება და ამ საუბრის მერე კმაყოფილი სახეებით გვიცხადებენ, რომ საკითხი გადაწყვეტილია და ანტიკრიზისული გეგმა მზადდება, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ.

ამასთან, გარკვეულწილად არაადექვატური ანალიზიც კეთდება და ამ ანალიზის შესაბამისად არაადექვატური გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ამ დროს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციაც, გამოცდილებაც, ხედვაც, მოსაზრებებიც და მზაობაც ქმედებებისაკენ, იმისათვის, რომ ეს დარგი ამ სეზონზე მაინც გადარჩეს.

ეს ადამიანები არ ითხოვენ პირდაპირ სუბსიდირებას, ისინი ითხოვენ გონივრულ მიდგომას და ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რაც დარგს გამოიყვანს კრიზისისგან. საჭიროა, პირველ რიგში ამ ხალხთან საუბარი“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი