რუსეთიდან 28 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 28 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა, რაც 1,6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამ დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენდა კომერციული ბანკების ოპერაციები, რომლებმაც შეინარჩუნეს საგარეო ვალდებულებების შემცირების შესადარებელი კურსი უცხოური აქტივების ზრდასთან მიმართებით.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 17,4 მლრდ დილარი გავიდა.