მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ამერიკის 24 შტატისთვის შტორმებისა და წყალდიდობების შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი მილიარდ დოლარზე მეტია. სააგენტო Associated Press (AP)-ის ანალიზით, შტატების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების დაჯამებით ზარალი 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სააგენტო სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალში აღრიცხავს საავტომობილო გზებისადმი, კომუნალური მომსახურების სააგენტოებისადმი, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისადმი, სახელმწიფო შენობებისადმი და საზოგადოებრივი პარკებისათვის მიყენებულ ზარალს. როგორც AP აღნიშნავს 1,2 მლრდ შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, იმის გამო, რომ ცალკეულ შტატებს ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დაუსრულებიათ.
ამ ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ზიანი მიადგა შტატ ნებრასკას, სადაც 9 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელებულმა წყალდიდობამ 435,9 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა შტატის ინფრასტრუქტურას, ეს იმ დროს, როცა ზარალის აღწერა ბოლომდე კიდევ დასრულებული არ არის. აიოვას შტატში 12 მარტიდან 15 ივნისამდე სტიქიურმა უბედურებებმა 132 მილიონის ზარალი მოიტანა. კალიფორნიას კი შტორმმა და მეწყერმა თებერვლიდან მოყოლებული 102 მილიონის ზარალი მოუტანა.