„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინეთის ეროვნული ბანკი ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, შექმნას საკუთარი ციფრული ვალუტა.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ის თავად იღებდა მონაწილეობას პროფილურ ფორუმში, რომელიც ამ უქმეებზე ქალაქ იჩუნში გაიმართა და ირწმუნება, რომ ჩინეთის ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე გასული წლიდან, ამიტომ ის ძალიან ახლოსაა, „გასცეს საკუთარი კრიპტო ვალუტა“.
არადა, როგორც ცნობილია ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2017 წლის სექტემბერში აკრძალა ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება ბიტკოინითა და სხვა ციფრული ვალუტებით ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ჩინეთის ბაზარზე 88 კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვა.
ჩინეთი 2017 წლიდან აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარი ციფრული ვალუტებისთვის მსოფლიოში. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სწორედ ჩინეთის ტერიტორიაზე იყო განთავსებული მსოფლიო მაინინგის 80%.