უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კოშკების და მაჩუბების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია.
„ეს პროტესტი არ არის პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. ეს ადამიანები არც ერთის მომხრენი არიან და არც მეორეს მოწინააღმდეგე. ესენი არიან სვანეთის მოყვარულები. აქ არიან იმიტომ, რომ დაიცვან სვანეთი და დაიცვან ეს ძეგლები. სწორედ ეს არის ამათი მოთხოვნა. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აღადგინოს ეს კოშკები", - ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი, ორი კვირის წინ ჩამოიშალა.