გენერალურმა პროკურატურამ „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
უწყების ცნობით, ანჯაფარიძე გამოკითხვაზე 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილიც გამოიკითხა. საკითხი „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.