ადვოკატი - „ინტერმედია პლიუსის“ მეწილის ჩვენება ნიკა გვარამიას საქმეზე ვერანაირად ვერ აისახება

არ ვიცი, რა კითხვები ექნება საგამოძიებო ორგანოს, რა კითხვებიც ექნება შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით, - ამის შესახებ ”ინტერმედია პლიუსის” ერთ-ერთი მეწილის კახაბერ ანჯაფარიძის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა. მან ასევე ისაუბრა , რამდენად შეიძლება აისახოს დღევანდელი ჩვენება ნიკა გვარამიას საქმეზე და აღნიშნა, რომ ვერანაირად ვერ აისახება.

“ვფიქრობ რომ არანაირად არ შეიძლება ვინმეზე აისახოს, რადგან რეალურად იმ პერიოდზე, რა პერიოდზეც პროკურატურა ამბობს, რომ თითქოსდა “რუსთავი2”-მა იზარალა, არის სისულელეა, რადგან “რუსთავი2” ჰყიდდა უფრო მეტ რეკლამას, ვიდრე მისი კონკურენტი ტელეკომოანია “იმედი”,-აცხადებს საძაგლიშვილი.

პროკურატურაში ამ წუთებში “ინტერმედია+” -ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე მიემის სტატუსით იმყოფება. საკითხი რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.გაზიარება