საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 36,4% ჰიბრიდია - ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის კვლევაში. პირველ ადგილს კი 38%-ით ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები იკავებენ, 24,3% დიზელზე მომუშავე ავტომობილია, ელექტრო კი იმპორტირებული ავტომობილების მხოლოდ 0,85%-ს შეადგენს.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი მანქანის იმპორტი ამერიკიდან განხორციელდა, შემდეგია - იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და თურქეთი.
შსს-ს სტატისტიკით, შარშან იმპორტირებული ავტომანქანების უდიდესი წილი Toyota-ს ბრენდზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა - Mercedes-Benz-ი და მესამეზე -Ford-ი. პოპულარობას არ კარგავს Opel და BMW, რომლებმაც იმპორტირებულ ბრენდებში მეოთხე-მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ყველაზე ხშირად იმპორტირებული 10 მარკა: (2018 წლის სტატისტიკა)