საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 102.0 მლნ აშშ დოლარი იყო (12.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.4 მლნ აშშ დოლარი (4.7პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 861.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.