ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს მოუწოდებს, რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ

ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ.

სააგენტო "იტარ ტასის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია, გავიმეორე ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები", - განაცხადა პიტერ სტანომ.

ასეთ ქვეყნებს შორის მოიზარებიან სერბეთი, ალბანეთი, თურქეთი, მაკედონია და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ, მის მიმართ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და შეერთებული შტატებიდან მთელი რიგი პროდუქციის იმპორტი აკრძალა.