თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე, - ასე პასუხობს ფინანსთან მინისტრი კითხვას, მოხდება თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების ჩამოწერა.
„იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება. რა გადაწყდება, შევიმუშავებთ, მათ შორის, ტელევიზიებთან ერთად“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ ვალების ჩამოწერას, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე არ არის საუბარი.
„ამაზე საუბარი არ არის“,- აღნიშნა მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-თან კომენტარში.