2019 წლის ივლისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,36 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,33 ათასი ტონა (18,3%), რუსეთი - 0,24 ათასი ტონა (13,3%), და სხვ.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 11,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის ივლისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით მეტია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან - 3,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 3,5 ათასი ტონა (31,8%), თურქეთი - 2,8 ათასი ტონა (25,5%), რუმინეთი - 0,9 ათასი ტონა (8,2%).
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 62,7 ათასი ტონა, რაც 9,2 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (53,5 ათასი ტონა).
2019 წლის ივლისში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,3 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 96,9% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 0,5 ათასი ტონა (2,6%) და აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,5%).
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 82,9 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (45,4 ათასი ტონა).
2019 წლის ივლისში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (7,8 ათასი ტონა).