"საქართველოს პოტენციალი რუსულ ბაზარზე ევროპულ საქონელს ვერ ჩაანაცვლებს"

საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს,

- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავოს რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანისგან, ჯერ არ მიუღია.

"საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. როდესაც ამ მოთხოვნას ოფიციალურად ვნახავთ, მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იმსჯელებენ ამ საკითხზე. მე ჯერ არ მაქვს ოფიციალურად ეს ინფორმაცია", - განაცხადა ხადურმა.

ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. სააგენტო "იტარ ტასის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია, გავიმეორე ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები", - განაცხადა პიტერ სტანომ.