საქართველოდან ექსპორტირებულ ავტომობილებს შორის, ყველაზე პოპულარული მარკა OPEL-ია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ქვეყნიდან აღნიშნული მარკის 13 234 ავტომობილი გავიდა. მეორე ადგილზეა MERCEDEC BENZ – 8113 და მესამეზე - TOYOTA -7798 ერთეულით.
Top-10 ავტომობილი, რომელიც საქართველოდან რეექსპორტით გავიდა:
1. OPEL -13234
2. MERCEDEC BENZ – 8113
3. TOYOTA – 7798
4. NISSAN – 4767
5. HYUNDAI – 4529
6. VOLKWAGEN – 4097
7. FORD -3061
8. KIA -2352
9. BMW – 1809
10. HONDA – 1492
აღსანიშნავია, რომ შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ქვეყნიდან ჯამში, 58 341 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდა, რაც 84,2%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს საქართველოდან 31 670 სატრანსპორტო საშუალება გავიდა.
რაც შეეხება მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს, ესენია: სოხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყირგიზეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.