აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურო სასანქციო სიაში შეყვანილი კომპანიების სიებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
ექსპორტის ადმინისტრაციული რეგულაციების სამსახურის მიხედვით, სიაში ათობით სხვადასხვა კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილი კომპანიების უმეტესობა ბელგიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, მალაიზიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ნიდერლანდებიდან არიან.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ქართული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech (ქართული პეტროქიმია და ავიატექნიკა). ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული კომპანია შეეცადა უკანონოდ შეესყიდა ნავთობი ირანისგან და მალაიზიაში გაეყიდა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა