Boeing-ის თვითმფრინავების რეალიზაცია ბოლოს ათი წლის მინიმუმზეა

ამერიკული კომპანიის, Boeing-ის თვითმფრინავების ბაზარზე მიწოდება შემცირდა, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში წარმოებამ უკვე 38%-ით დაიკლო. ამასთან, კომპანიამ ივლისში ბაზარს მხოლოდ 19 თვითმფრინავი მიაწოდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 7 თვეში კომპანიამ ბაზარს ჯამში 258 თვითმფრინავი მიაწოდა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის იანვარ-ივლისში მათი რაოდენობა 417 ერთეულს შეადგენდა.

გარდა ამისა, ივლისი აღმოჩნდა უკვე მეხუთე თვე, რა პერიოდშიც Boeing-ს 737 MAX -ის თვითმფრინავებზე არცერთი ახალი შეკვეთა არ მიუღია. მიმდინარე წლის მარტში ეთიოპიის ავიახაზებზე ბოინგ 737 MAX-მა კატასტროფა განიცადა, რა დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში კი ასევე ფატალურად დასრულდა 737 MAX-ის ფრენა ინდონეზიაში, სადაც 189 ადამიანი დაიღუპა.

ამის პარალელურად, ევროპულმა კომპანიამ Airbus SE იანვარ-ივლისში ბაზარზე 458 თვითმფრინავი წარადგინა, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, რომ წლიური შეკვეთები კონკურენტის, Boeing-ს გვერდის ავლით საკუთარ თავზე სრულად აიღოს.

ნინი ქეთელაური