დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობის გამო 3-დან 5 მილიარდამდე დოლარს ვკარგავ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის გამო, მილიარდობით დოლარს კარგავს. ამის შესახებ „NBC News“ იუწყება.

პენსილვანიის შტატში ყოფნისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა, პირადად მას, მილიარდობით დოლარი უჯდება. მათ შორის, ნაწილობრივ - ადვოკატების გამო, რომელთა დაქირავებაც მოუწია სხვადასხვა სასამართლო დავებში მის დასაცავად.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტობის პრივილეგია მიჯდება 3-დან 5 მილიარდამდე და მე ეს არ მანაღვლებს. ეს ჩემთვის სულ ერთია. უბრალოდ მინდა, საუკეთესო სამუშაო გავწიო“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.