2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მისმა წილმა მთლიან ინვესტიციებში 19.5% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორეზეა ნიდერლანდები 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 14.1 პროცენტით. მთლიანად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 50.1 პროცენტი შეადგინა.
ხუთეულში შედის ამერიკა - 102.6 მლნ დოლარის ინვესტიციით და ჩინეთი - 75,7 მლნ დოლარის.
რაც შეეხება 2018 წლის სამი უმსხვილესი სექტორის წილს (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 48.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 270.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 173.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 163.0 მლნ აშშ დოლარით.