ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამის შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.
ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.
თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.