ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა დატოვა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამერიკულმა „კონტი“ ჯგუფმა დატოვა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედინი „ინტერპრესნიუსთან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი“ ჯგუფის გასვლას ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.

კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე.

ცნობისთვის, ამერიკული "კონტი" ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო. უცნობია, რა მიზეზით დატოვა ჯგუფმა კონსორციუმი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), ამერიკული Conti International-ი (რომელმაც ჯგუფი უკვე დატოვა), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი)