სურსათის ეროვნული სააგენტო - აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 37-მდე ობიექტი, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა, სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.