რომან გოცირიძე - ანაკლია მოკვდა

ანაკლიის პროექტის დასამარება საქართველოსთვის ნიშნავს მნიშვნელოვანი პერპექტივის მოსპობას, ანაკლია მოკვდა,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების თაობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აღნიშნულისთვის ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„დიდი ხანია ვამბობდით, რომ ანაკლიის პროექტი ბიძინა ივანიშვილმადაასამარა. ის პროექტი, რომელსაც ებრძვის საქართველოს ხელისუფლება, შეუძლებელია, რომ რომელიმე ინესტორისთვის იყოს მიმზიდველი. ამ პროექტის ჩაშლისთვის ძალიან დიდი, არა პოლიტიკური, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკსირება ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა“,-აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა– ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.