SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა

უძრავი ქონების შერჩევის დროს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მის ახლოს მდებარე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებია. სწორედ ამიტომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა SS.ge-მ სრულიად ახალი ხელსაწყო შექმნა და საიტზე განთავსებულ განცხადებებს „გუგლთან“ თანამშრომლობის შედეგად ავტომატურად ემატება ინფორმაცია ახლოს მდებარე ობიექტების: მეტროს, სკოლის, საბავშვო ბაღის, აფთიაქის, სუპერმარკეტისა და სკვერის შესახებ. SS.ge-მ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობა რუკასა და აღწერების თარგმანების ავტომატიზაციისთვის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ახლა კი პლატფორმაზე გუგლის სერვისების სრული ინტეგრაცია მოხდა.

SS.ge-მ განახლება ბაზრის კვლევის საფუძველზე დაამატა. კომპანია მუდმივად აანალიზებს უძრავი ქონების ძიების პროცესს და ცდილობს, გაარკვიოს, თუ რა პრობლემებს აწყდებიან და რა კრიტერიუმებით არჩევენ მომხმარებლები მათთვის სასურველ უძრავ ქონებას. როგორც კვლევამ აჩვენა, უძრავი ქონების მაძიებლების დიდი ნაწილი გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს, თუ რამდენად ახლოს არის ბინასთან მეტრო, სკოლა, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, სუპერმარკეტი და სკვერი. შედეგად აღნიშნული ხელსაწყო მაძიებელს მისთვის სასურველი ბინის პოვნის პროცესს უმარტივებს და დროის დაზოგვაში ეხმარება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უძრავი ქონების განმთავსებლები ხშირად აღნიშნულ მონაცემებს ყურადღებას არ აქცევენ და განცხადებაში არ უთითებენ. მაძიებლებისთვის კი საჭირო და აუცილებელი ინფორმაციაა.

როგორც SS.ge-ს პროექტის მენეჯერი ილია გიჯაშვილი განმარტავს, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებაა.

„ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის მათი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილების მიღების გამარტივება. სწორედ ამ მიზნით ბოლო 2 წლის განმავლობაში საიტს არაერთი განახლება დაემატა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტისა და რთული ალგორითმების გამოყენებით ფუნქციონირებენ. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილები და გავუმარტივოთ მათ უძრავი ქონების ძიებისა და ყიდვის პროცესი. დღეს კი SS.ge-მ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მომხმარებლებისთვის ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმის შექმნისკენ. შედეგად ss.ge ქართული ბაზრის ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და ქირაობა-გაქირავების პლატფორმაა,“ - აცხადებს ილია გიჯაშვილი.

როგორც წესი, უძრავი ქონების საიტებზე განსათავსებელი ობიექტების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს თავად შეჰყავს. სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ინფორმაცია ხშირად არასრულყოფილია, შედეგად როდესაც უძრავი ქონების მაძიებელი ვერ იღებს დეტალურ ინფორმაციას მისთვის საინტერესო ობიექტის შესახებ, თავად უწევს ამ ტერიტორიის დათვალიერება და მისთვის საჭირო ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც სასურველი უძრავი ქონების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. SS.ge-ს განახლების შედეგად კი SS.ge-ს მომხმარებლებს შეეძლებათ თავი აარიდონ აღნიშნულ პრობლემებს, შედეგად კი უფრო სწრაფად და მარტივად იპოვონ მათთვის სასურველი უძრავი ქონება.

გარდა აღნიშნულისა, SS.ge-იმ ბოლო პერიოდში კიდევ არაერთი ინოვაციური განახლება და სერვისი დაამატა, რის შედეგადაც ვებგვერდი იქცა პლატფორმად, რომელიც მომხმარებელს დროსა და ენერგიას უზოგავს და სასურველი უძრავი ქონების მოძებნის შესაძლებლობას, ფატქობრივად, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს.

(R)