საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.
ინფორმაციის თანახმად, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა თბილისი - 09:05 , ჩასვლა- ბათუმი 14:42 ; გამოსვლა-ბათუმი 18:30, ჩამოსვლა-თბილისი 00:07. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები ასევე იყიდება ვებ გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge, სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.