აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმსა და სარფში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, ჯამში 4 493 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. ხოლო, საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.