სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისში სასმელი წყალი დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება

თბილისში სასმელი წყალი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა თბილისის სასმელი წყლის 63 სინჯი აიღეს, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, უწყებიც ინფორმაციით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის შემოწმებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.