"გალერია თბილისი“ 16:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას

„გალერია თბილისი“ 16:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას. ინფორმაციას „გალერია თბილისი“ ავრცელებს.

„გალერია თბილისში“ მცირე ხანძარი, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა, გუშინ გაჩნდა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.