ფოთში შპს „ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ხელმძღვანელებისგან პასუხს ელოდებიან. აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას ითხოვენ. მათი თქმით, დღეს პროფკავშირების წარმომადგენელი შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს შეხვდება და იმედი აქვთ, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდება, რათა მუშაობა განაახლონ.
,,ჩვენ აქციას ვაგრძელებთ, საქაღთველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი სავარაუდოდ დღეს შეხვდება კომპანიის გენერალურ მენეჯერს გიორგი გორგილაძეს, რათა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ წავუყენეთ ხელმძღვანელობას. მზად ვართ რაღაც დათმობაზე წავიდეთ“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილე გიორგი ებრალიძემ.
შპს ,,ბარვილ ჯორჯია“-ს ხელმძღვანელებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. აღნიშნული კომპანია საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.