19-22 აგვისტოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 125 კმ.-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.