თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის მოადგილედ, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დაინიშნა. დადგენილებას კენჭი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე უყარეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტყემალაძის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.
რაც შეეხება ირაკლი ზარქუას შემცვლელს, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აირჩიეს. ოთარ გრიგოლია კი მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრმა ნინო ლაცაბიძემ ჩაანაცვლა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობებს უყარეს კენჭი და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით დაამტკიცეს.