უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილი 8%-ს შეადგენს

2019 წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილი 8% იყო - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის განახლებულ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის" კვლევით, თბილისში 2019 წლის I ნახევარში გაყიდვები 2018 წლის I ნახევრის ტენდენციას იმეორებს. გაყიდულია 16,296 ბინა 1,119,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. შარშან ამავე პერიოდში 16,271 ბინა გაიყიდა, 1,092,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. „თიბისის“ ცნობით, ახალი ბინების გაყიდვები 5.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 7,1%-ით არის შემცირებული, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული.