კენიის აეროპორტთა გაერთიანების ხელმძღვანელობამ აუქციონზე გასაყიდად ის 7 თვითმფრინავი გაიტანა, რომელიც მეპატრონეთა მიტოვებულ ხომალდთა რიგებში ირიცხებოდა. ასეთი მიტოვებული სულ 12 თვითმფრინავია.
კენიის აეროპორტთა გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, მიტოვებული თვითმფრინავები ნაირობიში, უილსონის აეროპორტის ტერიტორიაზე დიდ ადგილს იკავებენ.
თვითმფრინავის ყველაზე დაბალი ღირებულება 1000 დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული თვითმფრინავი 10 000 დოლარამდე ღირს.
კომპანიის წარმომადგენლები ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ თვითმფრინავების გაფრენის შესაძლებლობასაც.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ