2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თბილისში განხორციელდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დედაქალაქში ინვესტიციების მოცულობამ 1,033 მლრდ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობას, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს 1,265 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 %-ით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 რეგიონს, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა:
- თბილისი - 1,033 მლრდ აშშ დოლარი
- ქვემო ქართლი - 87,028 მლნ აშშ დოლარი
- აჭარა - 75, 551 მლნ აშშ დოლარი
- სამცხე-ჯავახეთი - 44, 795 მლნ აშშ დოლარი
- იმერეთი - 26, 269 მლნ აშშ დოლარი