ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზიდან იუწყებიან.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 17/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883
გასვლა - თბილისი-12:40, ჩასვლა-Black Sea Arena-17:25. ჩასვლა-ბათუმი-18:23,
გამოსვლა-ბათუმი-23:50, გამოსვლა-Black Sea Arena-0:38, ჩამოსვლა- თბილისი-5:15
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.