YouTube საავტორო უფლებების დაცვაზე მიდგომებს შეცვლის. საქმე ეხება მოკლე სარეკლამო რგოლებში მუსიკის გამოყენებას. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კომპანია არ მიიღებს საჩივრებს ისეთ სარეკლამო რგოლებზე, რომლებშიც მუსიკა ისმის მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიდან. ამის შესახებ ვიდეოჰოსტინგის ბლოგზეა საუბარი.
ახალი წესების მიხედვით, საავტორო უფლებების მფლობელები ამიერიდან ვერ შეძლებენ ფულის კეთებას საჩივრების მიხედვით. YouTube დატოვებს ორ შესაძლებლობას: უარი თქვას შემოსავლის მიღებაზე ამ ვიდეოსგან ან საერთოდ წაშალოს ვიდეო რგოლი.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ავტორები არ დაიწყებენ საჩივრის წერას და ამის ნაცვლად აირჩევენ ვარიანტს ვიდეოსგან შემოსავლის მიღების აკრძალვაზე. ამის შემდეგ კი ვიდეო რგოლის განმთავსებელმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საერთოდ ამოიღოს ვიდეო სერვერდან თუ დატოვოს.