ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით დღესდღეობით არაერთი წიგნი თუ სტატია იწერება, რომლებიც მოგვიწოდებენ, თუ რა სახისა და ოდენობის საკვები უნდა მიიღოს თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღე. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი რჩევები არასწორია და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზეა დაფუძნებული. ამიტომ გამოცემა MedicalNews ასახელებს კვებასთან დაკავშირებულ 10 მთავარ შეცდომას, რომელსაც ჯანსაღი პროდუქტით კვების მიმდევრებიც კი უშვებენ.
1. ორგანული საკვები ყოველთვის სასარგებლოა
ალბათ, ხშირად გაგვიგია, რომ სოფელში ფერმერის მიერ მოყვანილი ხილი თუ ბოსტნეული ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ფერმერები დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის შხამ-ქიმიკატებსა თუ პესტიციდებს იყენებენ, რომელთა შედეგადაც ვიღებთ ვიზუალურად კარგ, თუმცა არაჯასაღ პროდუქტს.
2. უმჯობესია თუ ცომეულს მთლიანად ამოვიღებთ კვების რაციონიდან
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ცომეულის კვების რაციონიდან სრულიად ამოღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც რაციონიდან ცომეული სრულიად ამოიღეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდათ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთი გლუტენის შემცველი საკვების (ქერი, ჭვავი და ხორბალი) ყოველდღიურად მიღება აუცილებელიც კია.
3. ნებისმიერ სახის ცხიმის მიღება ორგანიზიმისათვის მავნებელია
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებლია ყველა სახის ცხიმის ამოღება. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მაგალითად ავოკადო, თხილი და თევზი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხომებს შეიცავს.
4. ხილის წვენების დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა
არც ეს მითი შეესაბამება რეალობას, რადგან ნებისმიერ სახის ნატურალური წვენიც კი გაჯერებულია სხვადასხვა ნივთიერებებით, რათა უფრო დიდხანს გაძლოს. ამასთანავე ძალიან ხშირად ისინი შაქარს შეიცავენ. ამიტომ, მეცნიერები გვირჩევენ ნატურალური წვენები ხილისგან სახლში თავად დავამზადოთ.
5. ვარჯისის დაწყებისას სპორტული დანამატების მიღება ყოველთვის სასარგებლოა
ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, ვარჯიშიც დაწყებასთან ერთად უკეთესი შედეგის მისაღწევად სპორტული დანამატების მიღება ყოველთვის სასარგებლოა. მეცნიერები ამტკიცებენ, დანამატების მიღება რეკომენდირებული არაა მათთვის, ვინც დღეში ერთ საათზე ნაკლებს ვარჯიშობს. მსგავსი სასმელები იმათთვისაა შექმნილი, ვისთვისაც „ბოდიბილდინგი“ პროფესიას წარმოადგენს და დანამტების მიღების პარალელურად დღეში რამდნეიმე საათს ვარჯიშობს.
6. უმჯობესია შავი შოკოლადი მივიღოთ
ალბათ, არაერთხელ მოგვისმენია, რომ შავი შოკოლადი ჩვეულებრივზე სასარგებლო და დაბალკალორიულია. არაერთი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ შორის განსახვავება არც ისე დიდია. ამიტომ სახეობის მიუხედავად სჯობს შოკოლადი მცირე რაოდენობით მივიღოთ.
7. ვარჯიშის შემდეგ პროტეინებით მდიდარი „შეიკის“ დალევა აუცილებელია
მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებლი არაა ვარჯიშის შემდეგ მაშინვე მივიღოთ პროტეინებით მდიდარი „შეიკი“, რადგან პროტეინების მარაგი ორგანიზმმა ნელ-ნელა მთელი დღის განმავლობაში უნდა მიღოს და არა ერთბაშად, ვარჯიშის დასრულებისთანავე.
8. უმჯობესია საკვები დღის განმავლობაში რამდენჯერმა მცირე ულუფებად მივიღოთ
ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, სჯობს ადამიანმა დღეში საკვები 5-6-ჯერ მცირე ულუფებად მიიღოს. ამ თეორიის მართებულობის დასადგენად არაერთი კვლევა ჩატარდა, თუმცა შედეგი საკვების დღის განმავლობაში ხშირად და 2-3-ჯერ მიღებას შორის არც ისე დიდი აღმოჩნდა.
9. საკვების გვიან მიღება ადამიანს ასუქებს
ბევრი ფიქრობს, რომ გვიან ჭამა წონაში მატებას უწყობს ხელს. თუმცა, კვლევის მიხედვით წონაში მატებას არა საკვების მიღების დრო, არამედ მისი სახეობა იწვევს. ამასთანავე, საღამოს ადამიანები უფრო დაღლილები არიან ვიდრე დღე, ამიტომ გაუცნობიერებლად ისინი უფრო მეტს ჭამენ და გვიან გრძნობენ დანაყრებას, რაც წონაში მატებას უწყობს ხელს.
10. საუზმის მიღება აუცილებელია
ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, სახლიდან გასვლამდე საუზმის მირთმევა აუცილებელია. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ გჭირდებათ თუ არა საუზმე ეს თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული და იძულებით საკვების მიღებას სჯობს საერთოდ არ ისაუზმოთ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა