ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ სურს აშშ-მა ჩინურ კომპანია Huawei-სთან ბიზნესი აწარმოოს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ [Huawei-თან] ბიზნესი ვაწარმოოთ. საერთოდ არ მსურს მასთან ბიზნესის კეთება, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვთვლი, რომ მედიამ აღნიშნული საკითხი ცოტა განსხვავებულად გააშუქა“, - განაცხადა ტრამპმა.
დასავლურმა მედიასაშუალებებმა ორი დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტი Huawei-ს „დროებით ზოგად ლიცენზიას“ 90 დღით გაუხანგრძლივებს, რაც მას მომხმარებელთა მომსახურების მიზნით ამერიკული კომპანიებისგან პროდუქციის ყიდვის საშუალებას აძლევს.