საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 %-ით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8%-ით ჩამორჩება.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მლნ ფრთა შეადგინა.