იცოდე შენი სისხლის ჯგუფი! - ხშირად, ადამიანის სიცოცხლე, უანგარო დონორის დროულ გამოჩენაზეა დამოკიდებული

საქართველოში, სისხლის გადასხმა, წელიწადში დაახლოებით, 15 -20 ათას ადამიანს სჭირდება.

უანგარო დონაციას კი, ქვეყანაში რეგულარული ხასიათი არ აქვს. ამის მიზეზი, ხშირად, საკუთარ ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის არქონაა.

გარკვეულ შემთხვევებში, უანგარო დონორის დროულ გამოჩენაზეა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. იმისათვის, რომ სწრაფად მოახდინო სისხლის საჭიროებაზე რეაგირება, აუცილებელია იცოდეთ სისხლის რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით.

არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV (AB). გარდა ამისა, სისხლი იყოფა რეზუს უარყოფითად (Rh-) და რეზუს დადებითად (Rh+). გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს, თუმცა, კრიტიკულ სიტუაციებში, განსაკუთრებით – ახალშობილებთან, როცა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შესაძლებელია პაციენტს პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლიც გადაესხას. ის უნივერსალურ დონორად მიიჩნევა.

მსოფლიოს მოსახლეობის 38% - ს I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლი აქვს. მართალია, ის ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მაგრამ მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო ხშირად სწორედ მისი დეფიციტი იქმნება სისხლის ბანკებში. ყველაზე იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.

გახსოვდეს, შენს ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის ქონით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია.

ასევე დაგაინტერესებთ:

სისხლის გადასხმა, სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.

სისხლი სჭირდება:

  • მძიმე ანემიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზრდილებს;
  • სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს;
  • კომპლექსური სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევებისას;
  • ავტოკატასტროფებისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმებისას;
  • ორსულობისა და მშობიარობის გართულების დროს;
  • სისხლის სხვადასხვა დაავადებებისას (დიდი თალასემია, ჰემოფილია, და სხვა).

იცოდე შენი სისხლის ჯგუფი, გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!