Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. Fitch-ი მიესალმება მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რაც, ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

საგარეო მოწყვლადობა რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ სახელდება. აღნიშნული სისუსტის აღმოფხვრას ემსახურებოდა ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის და სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.