მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან რუსეთში ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანის პირობები გამკაცრდა.
რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე მხოლოდ 5 კგ-მდე პროდუქციის შეტანა იქნება შესაძლებელი, ხოლო ყვავილების შემთხვევაში, არაუმეტეს 3 თაიგულისა, რომელთაგან თითოეულს 15 ყვავილიზე (ფოთოლზე ან მეცანარის სხვა ნაწილზე) მეტი არ უნდა ჰქონდეს.
როგორც Review.uz იტყობინება, აღნიშნულზე მეტი პროდუქციის შეტანისას, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება იქნება საჭირო.
ახალი წესები ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებით იმპორტირებულ პროდუქციაზე, როგორც საჰაერო, ისე წყლის, ხმელეთის, სარკინიგზო და საფოსტო გზავნილებზეც.
„როსსელხოზნადზორის“ განმარტებით, აღნიშული ცვლილება რუსულ კანონმდებლობასთან სრულად შეთავსებულია.