კემბრიჯში Uber-ის ნავით გასეირნება app-ით შეგიძლიათ დაგეგმოთ

კემბრიჯში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტური მდინარე კემში ნავით გასეირნებაა.

კომპანია Uber-ის საშუალებით კი უკვე შესაძლებელი გახდა ტურში ადგილი Uber app- ით დაჯავშნოთ და ულამაზეს ქალაქში გონდოლას მსგავსი ნავით იმოგზაუროთ.

მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ პროგრამაში შესვლისას, ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით ამოირჩიონ, რომელი ნავით სურთ გასეირნება.

ტურების დაგეგმვა 22, 23 და 24 აგვისტოს იქნება შესაძლებელი.

ექსკურსია 40 წუთი გაგრძელდება და მოიცავს ისტორიული საუნივერსიტეტო ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობას.

ერთი ნავით მოგზაურობა რვა ადამიანს შეუძლია და ადგილის დაჯავშნა Uber-ის პროგრამით არის შესაძლებელი.

Uber-ის გამოყენება შეეძლება იმათ, ვინც ნავმისადგომიდან 1 მილის რადიუსში იქნება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ