დღესდღეობით, ზღვარი ქალურ და მამაკაცურ პროფესიებს შორის აღარ არის ისეთი მკაფიო, როგორც ადრე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც შესამჩნევია. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ისეთ თანამდებობებს ირჩევენ, სადაც საჭიროა ფიზიკური ძალა და გარკვეული თვისებები (გამძლეობა, სითამამე, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და სხვ).
მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ქალებისგან განსხვავებით, მათ პრაქტიკული ნივთები უფრო უხარიათ, ვიდრე რომანტიკული ხასიათის, ლამაზი და დეკორატიული საჩუქრები. საქმე უფრო რთულდება, როდესაც საჩუქრის შერჩევა უფროსისთვის, ან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონისთვის გსურთ.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ და პოპულარულ საჩუქრად - საწერი კალამი ითვლება. ის ყველას სჭირდება! ცნობილმა ბრენდებმა მრავალი წლის წინ დაიწყეს საკანცელარიო Luxury ხაზზე მუშაობა.
საწერი კალამი ერთი შეხედვით მარტივი ნივთია, მაგრამ მისი შერჩევისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული ფაქტორები.
რა შემთხვევაში და ვის უნდა აჩუქოთ საწერი კალამი?
არსებობს გარკვეული პროფესიები, სადაც ხარისხიანი კალამი მამაკაცის იმიჯს უსვამს ხაზს. ჩვენ დაგეხმარებით, რომ სხვადასხვა პროფესიის მქონე მამაკაცს მისთვის შესაფერისი საწერი კალამი შეურჩიოთ:
1. მწერალი/პოეტი/პუბლიცისტი
მწერლისთვის საწერი კალამი აუცილებელი ატრიბუტია. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად უწევთ პრეზენტაციებსა და ლიტერატურულ შეხვედრებზე ავტოგრაფის დარიგება. ზოგს ხელით, ფურცელზე წერა უყვარს და შემდეგ გადააქვს კომპიუტერში ნაწერი. CERRUTI-ის კალამი, მწერლისთვის ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იქნება! შეგიძლიათ შეიძინოთ ბლოკნოტთან ერთად ხოლო თუ კალამზე გრავიურად ადრესატის სახელს ამოატვიფრებინებთ, პერსონალური საჩუქრით ადრესატი ორმაგად ნასიამოვნები დარჩება.
2. არქიტექტორი/ინჟინერი
მშენებლობა ყოველთვის მამაკაცურ პროფესიად ითვლებოდა. ამ პროფესიის მამაკაცისთვის შეარჩიეთ ბრენდ Troika-ს მრავალფუნქციური კალამი, რომელსაც სახაზავი, Touch სენსორი, საზომი/თარაზო და სახრახნისები აქვს.
3. ექიმი
ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის, ბრენდული კალამი იმიჯის ნაწილი და ის ნივთია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ, დიაგნოზის და დანიშნულების დასაწერად. ამ პროფესიის მამაკაცისთვის გირჩევთ Pierre Cardin-ისკალამს.
4. გაყიდვების სპეციალისტი/იურისტი
მამაკაცები, რომლებმაც ეს პროფესია აირჩიეს, უნდა იყვნენ მიზანსწრაფულები, თავდაჯერებულები და ამბიციურები. გაყიდვების სპეციალისტი წარმატებისკენ ისწრაფვის, ამიტომ ხარისხიანი კალმით შეხვედრებზე სიარული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამ პროფესიის მამაკაცისთვის იდეალურია Hugo Boss-ის კალამი.
5. ბიზნესმენი
თუ სამსახურის კოლექტივს უფროსისთვის საჩუქრის შერჩევა გსურთ, გერმანული ბრენდი, Waldmann-ის კალამს გირჩევთ, რომელსაც საუკუნეზე მეტია ღირსეული ადგილი უჭირავს Luxury კალმების ბაზარზე.
6. ჟურნალისტი
Moleskine-ის ბრენდის კალამი და ბლოკნოტი ჟურნალისტისთვის ძალიან საჭირო და პრაქტიკული საჩუქარია. თუ ამ სფეროში მოღვაწე მეგობრის გახარება გინდათ, თამამად შეარჩიეთ არჩევანი Moleskine-ზე.