23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება.
როგორც „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან, მატარებელი#884/883 შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
მატარებელი 23 და 25 აგვისტოს თბილისიდან 12:40 საათზე გავა, რომელიც Black Sea Arena-ზე 17:15 საათზე, ხოლო ბათუმში 18:30 საათზე ჩავა. რაც შეეხება გამოსვლას, მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 23:50, ხოლო Black Sea Arena-დან 0:38 საათზე გამოვა და თბილისში 5:15 საათზე იქნება.
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე: Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.