რა მიმართულებით იფრენს Ryanair-ი საქართველოდან

Ryanair-ი საქართველოდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისიდან მილანის მიმართულებით ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიაTAV Georgia-სა და Ryan Air-ს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს.

როგორც ცნობილია, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.