პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

ნებისმიერ მსურველს კომპანიაში არსებული პროდუქციის შეძენა ახლა უკვე უპროცენტო განვადებით შეუძლია.

როგორც კომპანია „ჯეო გლასის“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა თაკო ახვლედიანმა განაცხადა, მომხმარებლებს შეუძლიათ კარ-ფანჯრები და ენერგო ეფექტური მინები 0%-იანი განვადებით შეიძინონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, „ჯეო გლასში“ მთელი რიგი უპირატესობებით სარგებლობს „საქართველოს ბანკის“ Solo მომხმარებელი. მათ „ჯეო გლასში“ პროდუქციის შეძენისას, სხვა ბენეფიტებთან ერთად, 12%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.

კომპანიის წარმომადგენლებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით, დღეს მომხმარებლებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ენერგოეფექტური მინა, რაც კომუნალური გადასახადების შემცირების საშუალებას იძლევა. მათ კი, ვინც ენერგოეფექტური მინის უპირატესობები ჯერ არ იცის, კომპანია „ჯეო გლასი“ მინი ექსპერიმენტს სთავაზობს. მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიაში მივიდნენ და ექსპერიმენტის საშუალებით ენერგოეფექტურ და არაენერგოეფექტურ მინებს შორის განსხვავებას უკეთ გაეცნონ სპეციალურად შექმნილი მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც შეადარებენ ჩვეულებრივ და ენერგოეფექტური მინების სიმხურვალის გამტარიანობას.

კომპანია „ჯეო გლასი“, როგორც ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია, უკვე 10 წელია მინის ბაზარზე აქტიურად მუშაობს და პროდუქციის იმპორტს უმსხვილესი მინის მწარმოებლებისგან ახორციელებს. თანამშრომლობს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან მათ შორისაა: ფრანგული პრემიუმ ხარისხის მინის მწარმოებელი ,,Saint Gobain”, გერმანული აქსესუარების მწარმოებელი- ,,Siegenia" და სხვა. კომპანიას აქვს საწარმოო სიმძლავრე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის მინა-პაკეტის, მეტალოპლასტმასისა თუ ალუმინის კარ-ფანჯარის წარმოებას.

დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge

(R)