Apple-მა შესაძლოა, ჩინეთი დატოვოს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომპანია apple-ს მოუწოდა, რომ საკუთარი პროდუქცია ჩინეთიდან გაიტანოს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ის მანამდე დაეხმარება ამერიკულ კომპანიებს - “სანამ ისინი საკუთარ საქმეს არ გააკეთებენ“. სავარაუდოდ, სანამ ჩინეთს დატოვებენ.

19 აგვისტოს ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ის ახალი არგუმენტები მოიყვანა, რომელიც apple-ს მმართველმა ტიმ კუკმა დაასახელა. მისი თქმით, ჩინეთში არაკონკურენტულ გარემოში უწევთ საქმიანობა და ქვეყნის ხელისუფლებამ, ამერიკული კომპანიის მთავარ მეტოქეს, სამხრეთ კორეულ კომპანია „სამსუნგს“ გარკვეული უპირატესობები მიანიჭა.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა apple-ს შემოსავლის მხოლოდ 20 პროცენტი მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ ჩინეთიდან იპორტირებულ პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას გეგმავს. აღნიშნული გადაწვეტილება პირველ რიგში სამომხმარებლო პროდუქციას შეეხება, ისეთებს როგორიცაა: ლეპტოპები, სმარტფონები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ზოგიერთი ბრენდი. ამერიკული სანქციები 1-ლი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 15 დეკემბრამდე გადაიდო. ჩინეთმა აღნიშული გადაწყვეტილების გამო, აშშ-სთვის სამაგიეროს გადახდის პირობა დადო.

ნინი ქეთელაური